logo_geo
eng_logo
ვახუშტი მენაბდე: ამ შეცდომის შესახებ საჯაროდ საუბარს დიდი სითამამე სჭირდება და ISFED-მა ეს ნაბიჯი გადადგა
- +

12 დეკემბერი. 2020. 02:24

 

 

„ამ შეცდომის შესახებ საჯაროდ საუბარის დიდი სითამამე სჭირდება და ISFED-მა ეს ნაბიჯი გადადგა. ეს აჩვენებს როგორი პასუხისმგებლობით ეკიდება ორგანიზაცია საკუთარ საქმეს“, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება  „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ პარალელური დათვლის დაზუსტებულ შედეგებს.

 

„არჩევენებზე დაკვირვება გრძელი და რთული პროცესია. მოკლე ანგარიშს უკან ბევრი ადამიანის ბევრი დღის შრომა დგას. მითუმეტეს PVT, რომელსაც კომპლექსური მეთოდოლოგია აქვს და მცირე უზუსტობამ შეიძლება საბოლოოდ შედეგები შეგიცვალოს. ამგვარმა ხარვეზმა ხმების გადათვლის ფორმულაში გამოიწვია ის ცდომილება რაზეც სამართლიანი არჩევნები (ISFED) საუბრობს. უკვე მხვდება პოსტები, ზოგი პირდაპირ, ზოგი კი მინიშნებით კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ორგანიზაციის სანდოობას. არ შეიძლება ასე. ვიცი ეს რა პროცესია და იმ დამკვირვებლების, ვინც ამ მომქანცველ პროცესში იყვნენ ჩართულები, პატივისცემა გვავალდებულებს ასე მარტივად ეჭვქვეშ არ დავაყენოთ ის, რაც ამ ხალხმა გააკეთა.  ამ შეცდომის შესახებ საჯაროდ საუბარის დიდი სითამამე სჭირდება და ISFED-მა ეს ნაბიჯი გადადგა. ეს აჩვენებს როგორი პასუხისმგებლობით ეკიდება ორგანიზაცია საკუთარ საქმეს“, - წერს მენაბდე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner