logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ოპოზიციამ დიდი ლურსმანი და ჩაქუჩი იშოვოს - სამარე ხომ თავად გაითხარეს?!
- +

12 დეკემბერი. 2020. 02:32

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება:

 

„ბოლომდე მოუსმინეთ, ჯერ დეგნანის განცხადებას, შემდეგ ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" დასკვნას. შედეგები ემთხვევა ცესკო-ს მონაცემებს.

ოპოზიციამ დიდი ლურსმანი და ჩაქუჩი იშოვოს. სამარე ხომ თავად გაითხარეს?!

2018 წლის შემოდგომიდან ვეუბნებოდი, რომ თვითმარგინალიზაციის გზაზე იდგნენ. ახლა მივიდნენ ზღვარზე. ვისაც სურვილი გაქვთ ჩაყევით.

ახლა ველოდებით ლავროვის განცხადებას, იქნებ ჩვენმა პროევროპულმა მედასავლეთეებმა შეისმინონ.

ამ ყველაფრის შემდეგ, NATO-ს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებას თუ შევაფასებთ, ოპოზიციის ქმედებები პირდაპირ რუსულ, ანუ NATO-ს საწინააღმდეგო ინტერესებს ემსახურება.

ბევრჯერ ვთქვი/დავწერე და გავიმეორებ - საყოველთაო ბოიკოტი იყო რევოლუციის ახალი მეთოდი. ელისაშვილი რომ გაესვარათ, რათა არ შესულიყო, მოსყიდულად მონათლეს. მათი დაცდილი ხერხია.

დეკემბრის დასაწყისშივე გითხარით, პარლამენტში იდავეთ მეთქი. არ იჯერებთ. თავად ხართ სტრატეგოსები“, - წერს სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner