„არ ვიცი, ამაზე რა უნდა თქვა - რა ხდება? როგორ შეიძლება ასე მოქცევა? დაცვით ხომ არ ივლის ელჩი პარლამენტში?“, - ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მკვლევარი, შინაგან სნეულებათა პროფესორი ზვიად კირტავა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს და აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ პარლამენტში ჟურნალისტები ცდილობენ აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს კითხვები დაუსვან.