logo_geo
eng_logo
ლიეტუვის ახალი მთავრობა: აქტიურად დავუჭერთ მხარს NATO-ს ღია კარის პოლიტიკასა და საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს
- +

12 დეკემბერი. 2020. 02:38

 

 

ლიეტუვა აქტიურად დაუჭერს მხარს NATO-ს ღია კარის პოლიტიკასა და საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს”, - წერია ლიეტუვის ახალი მთავრობის პროგრამაში, რომელიც ლიეტუვის სეიმმა დღეს, 11 დეკემბერს დაამტკიცა.

 

„ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში და ხელს შევუწყობთ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას, შეიარაღებული ძალების ტრანსფორმირებასა და ჰიბრიდული და კიბერსაფრთხეების წინაშე მათი მდგრადობის გაძლიერებას“, - აღნიშნულია პროგრამაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner