logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: არცერთს არ სურს ამ 30-წლიანი მართლაცდა "მოჯადოებული წრის" გარღვევა
- +

12 დეკემბერი. 2020. 02:50

 

 

რა საერთო უნდა ჰქონდეთ ერთი შეხედვით განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის და მიზნების მქონე პოლიტიკურ ჯგუფებს, უკომპრომისოდ რომ ითხოვდენ ვადამდელ არჩევნებს როგორც ბოიკოტის მოხსნის უალტერნატივო წინაპირობას, მაშინ როდესაც ოქტომბრის არჩევნების საერთაშორისო ლეგიტიმაცია არა თუ არ  დამდგარა ეჭქვეშ, პირიქით მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა საერთო ეროვნული კონსესუსისაკენ და დებატების პარლამენტში გადატანისაკენ მოუწოდებთ”, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, გარკვეული პოლიტიკური პარტიების ინტერესი სრულ თანხვედრაშია რუსულ ინტერესთან,  ევროატლანტიკურ სივრცეში და NATO-ში ქვეყნის ინტეგრაციის შესაფერხებლად.

 

„დღეს კი დემონსტრაციულად მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ, პროპორციული სიების ჩახსნასთან დაკავშირებით, ცესკო-ს მიმართა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებულმა ოპოზიციამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ევროპულმა საქართველომ“, „ლელომ“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“.

კარგად თუ დავაკვირდებით ამ ერთობაში წარმოდგენილ პერსონებს და მათ განვლილ გზას თუ ბეგრაუნდს, ამის პასუხიც აქ შეიძლება იყოს. რეალურად ეს არის ამბოხი ძველი პრივილეგიების დასაბრუნებლად და გასული საუკუნის 90 იანი წლებიდან მოყოლებული, საკუთარი ნაძარცვი ქონების დასაცავად! თუ ასევე კარგად გავიხსენებთ, დამოუკიდებელი საქართველოს გარიჟრაჯზე, 1991-1993  წლების  პარტნომენკლატურის რევანში და ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების სამხედრო გადატრიალების გზით დამხობაც ანალოგიურ სცენარზე იყო აგებული და რუსულ ინტერესსაც შემთხვევით არ დამთხვევია.

ცხადია, რომ საქართველოს უფრო მეტი ინტეგრაცია ევროკავშირში და ნატოში, უსაფრთხოების გაზრდილ გარანტიებთან ერთად, არის გაზრდილი ინვესტიციებიც ქართულ ეკონომიკაში, რაც სერიოზულად დაარტყამს და ჩაძირავს აქ მათ მონოპოლიურ ბიზნესს, ეს თანაბრად ეხება როგორს სააფთიაქო მაფიას, ასევე საბანკო ოლიგოპოლიასაც, რომელთა კეთილდღეობაც მაღალი ფასების პირობებში, სწორედ ზე მაღალი მოგების მარჟაზეა აგებული.

ამიტომ არის მათი ინტერესი სრულ თანხვედრაში რუსულ ინტერესთანაც, ევროატლანტიკურ სივრცეში და ნატოში ქვეყნის ინტეგრაციის შესაფერხებლად. არც ერთს არ სურს ამ 30 წლიანი მართლაცდა "მოჯადოებული წრის" გარღვევა. და ამიტომაც თავს ესხმიან და ლანძღავენ ყველას, მათ შორის მაღალი რანგის დიპლომატებს და საერთაშორისო ფასილიტატორებს, ვინც მათ თვალსაზრისს არ ეთანხმება.

დანარჩენი კი არის სრული ლირიკა, კარგად შეფუთული მედიაპლათფორმით და სოციალური ქსელებით.

ეს არის ბრძოლა ძალაუფლებისათვის და ნაკლებად დემოკრატიისათვის, სადაც ჩვეულებრივ მომკვდავთა ადგილი მხოლოდ ბუტაფორიაა.

ამიტომაც ვერ აწიეს საპროტესტო მუხტი და ვერც ხალხმრავალი აქციები უზრუნველყვეს, ხალხი კი გონიათ ჯოგი,  მაგრამ ქართველმა ხალხმა,  მათზე გაცილებით დიდი ნაგავი გახვეტა და ბევრად ძლიერი იმპერიები მოინელა.

ქართულ საზოგადოებას კი ვულოცავ მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სესიას!“, - წერს ცუცქირიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner