logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: იმ პარტიაზე, რომელიც არჩევნებში უცხო ქვეყნის მოქალაქეს იყენებს, უნდა გავრცელდეს სანქციები
- +

12 დეკემბერი. 2020. 02:56

 

 

„ჩვენ ვხედავდით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ერთ-ერთი პარტიის წინასაარჩევნო პროცესს მართავდა უცხო ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი. თუკი ვთანხმდებით იმაზე, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე არ უნდა იყოს ჩართული, დღევანდელი კანონმდებლობით ერთად-ერთი სანქცია არის თვითონ ამ პირს მიმართ, რომელთანაც სახელმწიფოს წვდომა არ აქვს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა  ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს პროცესი რომ აღიკვეთოს, საჭიროა კანონის ეფექტიანი აღსრულება.

 

„თუკი ვერ ვასრულებთ კანონს, მაშინ უნდა ვიფიქროთ რა არის ამის პრევენცია და იმ პარტიაზე, რომელიც იყენებს უცხო ქვეყნის მოქალაქეს საარჩევნო პროცესში, უნდა გავრცელდეს სხვადასხვა სანქცია. ეს გულისხმობს არა პარტიის რეგისტრაციის, არამედ საარჩევნო რეგისტაციის გაუქმებას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner