ოპოზიციის გამორჩეულმა აქტივისტმა გიორგი მარგველაშვილმა ძალიან საინტერესო რამ თქვა, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ დადგინდა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, უკვე პოლიტიკური კრიზისია და რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდესო. ეს არის მათი ნარატივი, - მის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.
კობახიძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია პოზიციას არ ცვლის მიუხედავად იმისა, რომ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ შესაბამისი განცხადება გაავრცელა.
„დავადგინეთ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, მაგრამ მაინც უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები... თან ამას ვინ ითხოვს, რადიკალური ოპოზიცია, რომელიც თავად არის გამყალბებელი“,- აღნიშნა კობახიძემ.