logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: მსოფლიო საზოგადოებამ და დიპლომატიურმა კორპუსმა თვალნათლივ დაინახა, თუ როგორი ნაძირლური ოპოზიციაა დღეს საქართველოში
- +

14 დეკემბერი. 2020. 20:07

 

 

„გიგა ბოკერია რომ დღეს ვინმეზე ხმას ამოიღებს, სირცხვილია. გიგი უგულავა რომ გამოვა და პირდაპირ ეთერში დედას აგინებს ხალხს, სირცხვილია. გვარამია რომ გამოვა და... მისი დამოკიდებულება, ქმედება ლაპარაკი, სირცხვილია“, - განაცხადა მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამაცაშვილმა რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ გადაცემაში „რეალური პოლიტიკა“.

 

ის გამოეხმაურა არჩევნების შემდგომ განვითარებულ პროცესებს და აღნიშნა, რომ საბედნიეროდ ყველამ დაინახა, თუ როგორი ოპოზიციაა დღეს საქართველოში.

 

„გიგაურმა რაც არ უნდა ილაპარაკოს, ან ბაია პატარაიამ, ე.წ. სახალხო დამცველმა ლომჯარიამ, ეს არის მაინც სექტა იმ ბნელი, შავი ძალების, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპულ საქართველოში“. მე მახსოვს, როცა „ნეხვის გროვა“ (თუ ჯართის) უწოდა უგულავამ სააკაშვილს(თუ პირიქით) და დახოცეს ეთმანეთი. იქით ჩერგოლეიშვილი ყრიდა დორბლებს და ახურებდა მიშას და ბოლოს ერთად დადგნენ ისევ. ვაშაძეს ისინი უჭერენ  მხარს ცალკე და  ცალკე უცხოეთში შეხვდნენ ბარამიძე, უგულავა და სააკაშვილი. მარაზმია რა... საბედნიეროდ, მსოფლიო საზოგადოებამ და დიპკორპუსმა თვალნათლივ დაინახა, როგორი ტიპის ნაძირლური ოპოზიციაა დღეს საქართველოში“, - განაცხადა მამაცაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner