აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ „ქართული ოცნება“ კვლავ თორნიკე რიჟვაძეს წარადგენს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ კი დავით გაბაიძეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში ტიტე აროშიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ტიტე აროშიძის თქმით, თუ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის, ისინი მათ თხოვნას დააკმაყოფილებენ.
„ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით დღეს „ქართულ ოცნებაში“ უმრავლესობის ფორმატში გაიმართა შეხვედრა. საბოლოო კონსულტაციების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით, მე-5 მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე საკვანძო თანამდებობებზე წარდგენილი იქნებიან: უმაღკლსი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე; უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ვიცე სპიკერი - ტიტე აროშიძე; ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი - გიორგი მანველიძე.
ტიტე აროშიძემ ასევე Imedinews-ს მიაწოდა ინფორმაცია, თუ ვის წარადგენენ აჭარის უმაღლეს საბჭოში კომიტეტების ხელმძღვანელებად.
„•საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი - ვლადიმერ მგალობლიშვილი;
საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი - მარინე გვიანიძე;
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი - ილია ვერძაძე;
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტი - ცოტნე ანანიძე;
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტი - დავით ბაციკაძე;
აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტი - ფრიდონ ფუტკარაძე;
გენდერული საბჭოს თავმჯდომარე - ფატი ხალვაში;
ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე - ირაკლი ჭეიშვილი,"- განაცხადა აროშიძემ.