logo_geo
eng_logo
ბიძინა კულუმბეგოვი: კორონავირუსი ძლიერი ვირუსია და იმუნოლოგიურ ძვრებს იწვევს
- +

14 დეკემბერი. 2020. 20:45

 

 

„კორონავირუსი ძალიან საყურადღებო ვირუსია, ბევრი რამ ჯერ კიდევ დაუზუსტებელი და შეუსწავლელია, ამიტომ არის პარადოქსული და აუხსნელი მოვლენები, მაგრამ ამის დრო დადგება და ეს ყველაფერი გაირკვევა“, - განაცხადა  ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „მაესტროს“ ეთერში.

 

მისი თქმით, მთავარი საყურადღებო ნიშნებია, თუ  ტემპერატურას თან ახლავს სხვადასხვა კლინიკური გამოვლინება, მაგალითად სუნთქვის გაძნელება.

 

„ნარჩენი ტემპერატურა, 37,2 და 37,3 შეიძლება იყოს ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი. ეს ძლიერი ვირუსია და იმუნოლოგიურ ძვრებს იწვევს. თავის ტვინში არსებულ თერმორეგულაციის გზებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ამიტომ რამდენიმე კვირის განმავლობაშიც ასეთი ტემპერატურა საგანგაშოდ არ ითლება თუ მას რაიმე სხვა სიმპტომები არ ახლავს.

 

თუ ტემპერატურასთან ერთად არის ძლიერი სისუსტე, გულის ფრიალი, ქოშინი მაშინ აუცილებელია ექიმს მივმართოთ. თუ ეს სიმპტომები არ არის და დღის განმავლობაში მხოლოდ ფიქსირდება 37,2 და 37, 3 ტემპერატურა, ეს ცხელებად არ ითვლება“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner