გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მდივანი, მეთ ჰენკოკი აცხადებს, რომ ინგლისში 60-მდე ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა კორონავირუსის ახალი სახეობის შედეგად გამოწვეული ინფექციის არსებობა. მეთ ჰენკოკის თქმით, ამის შესახებ უკვე ინფორმირებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მიმდინარეობს დეტალური კვლევა.
როგორც ჯანდაცვის მდივანი აღნიშნავს, ამ დროისთვის ვარაუდი იმისა, რომ კორონავირუსის ახალი სახეობა უფრო მწვავე დაავადებას იწვევს, ან ვაქცინა აღარ გამოგვადგება, უსაფუძვლოა.
„ჩვენ ამჟამად 1000-ზე მეტი შემთხვევის იდენტიფიცირება შევძელით, ძირითადად ინგლისის სამხრეთით, თუმცა, შემთხვევები იდენტიფიცირებული იქნა 60-მდე სხვადასხვა მხარეში. ჩვენ არ ვიცით, ეს რამდენად ხდება ახალი სახეობის გამო, თუმცა მისი მიზეზის მიუხედავად, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად და გადამწყვეტად, რაც ამ მომაკვდინებელი დაავადების კონტროლისთვის აუცილებელია, ვიდრე ვაქცინა დამკვიდრდება“, – განაცხადა მეთ ჰენკოკმა.