logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: გიორგი გახარია ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერია
- +

14 დეკემბერი. 2020. 22:24

 

„ის ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერია, განსაკუთრებით კრიზისის მენეჯმენტში“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან  პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მისამართით განაცხადა.

 

„თვეების განმავლობაშ მქონდა პატივი მემუშავა გიორგი გახარიასთან, როგორც მის მრჩევლის პოზიციაზე და მინდა ვთქვა, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერია, განსაკუთრებით კრიზისის მენეჯმენტში. რაც შეეხება მის ხედვას, ის ამას პარლამენტში წარმოადგენს და ყველას ექნება საშუალება მოისმინოს“, - აღნიშნა სერგეენკომ.

 

 „ქართულმა ოცნებამ“, ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერით, პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია წარუდგინა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner