„ის ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერია, განსაკუთრებით კრიზისის მენეჯმენტში“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მისამართით განაცხადა.
„თვეების განმავლობაშ მქონდა პატივი მემუშავა გიორგი გახარიასთან, როგორც მის მრჩევლის პოზიციაზე და მინდა ვთქვა, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერია, განსაკუთრებით კრიზისის მენეჯმენტში. რაც შეეხება მის ხედვას, ის ამას პარლამენტში წარმოადგენს და ყველას ექნება საშუალება მოისმინოს“, - აღნიშნა სერგეენკომ.
„ქართულმა ოცნებამ“, ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერით, პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია წარუდგინა.