logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე ექიმების ხელფასებზე: თითოეული კლინიკა ვალდებულია გაითვალისწინოს ხელფასის მატების ის კოეფიციენტი, რომელიც ჩადებულია დადგენილებაში
- +

14 დეკემბერი. 2020. 22:43

 

 

„ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის ექიმებთან კომუნიკაციისთვის, თუ რომელიმე შემთხვევაში არ დაკმაყოფილდება მათი ხელფასების ის სტანდარტი, რომელიც ჩვენგან არის მითითებული“ - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ექიმების ხელფასებთან დაკავშირებით დადგენილება ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში გამოიცა და თითოეული კლინიკა ვალდებულია გაითვალისწინოს ხელფასის მატების ის კოეფიციენტი, რომელიც ჩადებულია დადგენილებაში.

 

 

„ექიმების ხელფასებთან დაკავშირებით თქვენ იცით, რომ ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში გამოვეცით დადგენილება, სადაც თითოეული კლინიკა ვალდებულია გაითვალისწინოს ხელფასის მატების ის კოეფიციენტი, რომელიც ჩადებულია დადგენილებაში. ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის ექიმებთან კომუნიკაციისთვის, თუ რომელიმე შემთხვევაში არ დაკმაყოფილდება მათი ის სტანდარტი ხელფასების, რომელიც ჩვენგან არის მითითებული“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner