კახეთში კორონავირუსით 45-ე პაციენტი გარდაიცვალა. 70 წლის მამაკაცი „ჯეო ჰოსპიტალსში“ რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა.
დღის განმავლობაში რეგიონში ვირუსი 209 მოქალაქეს დაუდასტურდა და ინფიცირებულების საერთო რაოდენობა 6,982- მდე გაიზარდა.
ამავე პერიოდში 138 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ეს რაოდენობა 3, 664 გახდა.