logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ეგრე გააგრძელეთ, ეგრე და ბოლოს შიშვლები ირბენთ ქუჩაში!
- +

14 დეკემბერი. 2020. 23:28

 

 

„ერთს ვიზა და გრანტი არ მისცეს და ამერიკის ელჩს ომი გამოუცხადა! მეორეს გერმანიის ელჩის ნათქვამი არ მოეწონა და ნაციზმის საშინელება წამოაძახა! ამიერიდან ვერც გვარამია ეღირსება ფეხის დადგმას ამერიკის შეერთებულ შტატებში და აღარც ჩერგოლეიშვილს შეუშვებენ გერმანიაში! და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ამერიკის ან გერმანიის ელჩი საქართველოში! “, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

 

„აშშ-სთვის და მისი საგარეო-პოლიტიკური უწყების -  სახელმწიფო დეპარტამენტისთვის მნიშვნელობა არ აქვს ვის, რომელ სახელმწიფო მოხელეს დასწამეს ცილი და ვინ მოიხსენიეს აუგად: ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მიუღებელია ნებისმიერი ადამიანი, ვინ მის ოფიციალურ წარმომადგენელს გალანძღავს!“, - აღნიშნავს მძინარაშვილი.

 

 

ჟურნალისტი  ასევე ეხმაურება თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში „უნდა ერიდებოდეს სარკაზმს ისტორიული პარალელებით მით უმეტეს სხეულის ნაწილების დაწვაზე“.

 

 

„გერმანელებისთვის კი ნაცისტური რეჟიმის შეხსენება და, მით უმეტეს, წამოძახება დამწვარის დამდუღვრაა!

 

 

ამ წამოძახებით ჩერგოლეიშვილმა გერმანიის დღევანდელ სახელმწიფოს წამოაძახა ის პერიოდი, რომელსაც თვითონაც განიცდიან და არც ახსენებენ!

 

 

მთავარი ის კი არ არის, რომ ჰუბერტ ქნირშის განცხადებებით უკმაყოფილება გამოხატა ჩერგოლეიშვილმა, არამედ ის, რომ მან ამ წამოძახებით გერმანია შეურაცხყო! აინტერესებთ, რა მოხდება? სცადოს გვარამიამ ამერიკაში წასვლა, ანდა ჩერგოლეიშვილი მიადგეს გერმანიის საზღვარს, არ აინტერესებს, რას ეტყვიან აეროპორტში?!

 

 

ამ ვითომ მედასავლეთეებს თურმე რა დამოკიდებულება ჰქონიათ შტატების და ევროპის უძლიერესი ქვეყნის - გერმანიის მიმართ!

 

 

მხოლოდ ვიზები, გრანტები, "გულავი" და მუცლის ამოყორვაა მათთვის დასავლეთი და დასავლური ღირებულებები, თორემ ტვინი ერთსაც აქვს და მეორესაც, ოღონდ, - უკუღმართად მოწყობილი!

 

 

ეგრე გააგრძელეთ, ეგრე და ბოლოს შიშვლები ირბენთ ქუჩაში!

 

 

  1. S მოსკოვიდან დამირეკეს, შენ მაგათზე არ იდარდო, ვაშინგტონში და ბერლინში თუ ვერ წავლენ, ჩვენს სასარგებლო იდიოტებს აქ დავხვდებით С распахнутыми руками-ო.“, - წერს მძინარაშვილი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner