ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 133 ადამიანს დაუდასტურდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა.
საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ხუთ კოვიდ-ცენტრში სულ 228 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 25-ის მდგომარეობა მძიმეა.
ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 7269 შემთხვევაა აღრიცხული. კორონავირუსით ჯამში 100 ადამიანი გარდაიცვალა, 5286 კი გამოჯანმრთელდა.