logo_geo
eng_logo
საქართველოს საელჩო ბრიტანეთში მყოფი მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს
- +

15 დეკემბერი. 2020. 01:57

 

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩო ბრიტანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ  კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

 

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, 16 დეკემბრიდან ლონდონში, ასევე ესექსისა და ჰერდფორდშირის საგრაფოების ნაწილში „კოვიდგანგაშის“ მესამე, „ძალიან მაღალი“ დონე იქნება შემოღებული.

 

მესამე „ძალიან მაღალი“ დონე მოიცავს შემდეგს:

  • დახურულ და ღია სივრცეში ოჯახების შერევის აკრძალვა, გამონაკლისია ე. წ. „მხარდამჭერი წრის“ წევრები. არაუმეტეს ექვსი პირის შეკრება მხოლოდ საჯარო ღია სივრცეში;
  • სტუმართმოყვარეობის სექტორი იხურება;
  • სახლიდან მუშაობა, სადაც ეს შესაძლებელია;
  • ყველა სახის სავაჭრო ობიექტი და საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე გამაჯანსაღებელი (გარდა ჯგუფური აქტივობებისა), გასართობი (გარდა დახურულისა) ღიაა;
  • სპორტული, ცოცხალი შესრულების და ბიზნეს ღონისძიებების ჩატარება დაუშვებელია;
  • პირმა არ უნდა დატოვოს ის ზონა, სადაც „ძალიან მაღალი“ დონის შეზღუდვები მოქმედებს“, – აღნიშნულია საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner