„მეგობრებიდან ყველას უნდა დავემშვიდობო, ვინც ამდენი წლის შემდეგ კიდევ ცაგარელის ასტროლოგიურ პროგნოზებს, მეფე ნარიმანის ამბებს, კაკულიას წინაწარმეტყველებებს და ამგვარ სისულელეებს აზიარებს და შესაბამისად ხალხს აცდენს“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დეკანოზი თამაზ ლომიძე წერს, რომელიც გერმანიაში მიუნხენის ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში მსახურობს.
„სამწუხაროა, მაგრამ სჩანს, რომ ტყუილად იკავებთ იმ 5000 ადგილს და სულ ვერაფერი გაიგეთ ქრისტეს მოძღვრებისა“, - დასძენს ლომიძე.