logo_geo
eng_logo
ბიძინა კულუმბეგოვი: კორონავირუსის შტამის ეს ფორმა გაცილებით მეტად მიდრეკილია ადვილად გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე
- +

15 დეკემბერი. 2020. 02:31

 

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის ახალი სახეობასთან დაკავშირებით, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში აღმოაჩინეს, სოციალურ ქსელში წერს:

 

,,ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა პარლამენტში გამოსვლისას, რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა, რომ ინგლისში იდენტიფიცირებულია კორონავირუსის ახალი ვარიანტი. ამის შესახებ ინფორმირებულია WHO.

 

შტამის ეს ფორმა გაცილებით მეტად მიდრეკილია ადვილად გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე", - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

 

გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner