კოვიდ-ინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თვითიზოლაციაში გადავიდა.
პრემიერი იზოლაციაში 5 დღის განმავლობაში დარჩება და მოვალეობის შესრულებას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.
ნეთანიაჰუმ კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა, რომლის შედეგი უარყოფითი აღმოჩნდა.