რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ის შეძენის გამო აშშ-ის მიერ თურქეთისთვის დაწესებული სანაქციები საერთაშორისო სამართლის აბუჩად აგდებას ცხადყოფს.
„რა თქმა უნდა, ეს საერთაშორისო სამართლისადმი აროგანტულ დამოკიდებულებას ცხადყოფს. ეს არალეგიტიმური, ცალმხრივი შემზღუდავი ზომების გამოვლინებაა, რომლითაც აშშ ათწლეულების განმავლობაში სარგებლობს. ვფიქრობ, ეს აშშ-ს საერთაშორისო არენაზე ავტორიტეტს არ შესძენს“, - განაცხადა ლავროვმა.
ინფორმაციისთვის, რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ის შეძენის გამო, აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა.