logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: ჩვენთან „ლოკდაუნმა“ უეჭველად მოახდინა დადებითი გავლენა პანდემიის დინამიკაზე
- +

15 დეკემბერი. 2020. 03:04

 

 

„ეს „ლოკდაუნი“ იყო დროული, ეს იყო რბილი „ლოკდაუნი“. თქვენ რომ ნახოთ სხვა ქვეყნებში, იქ გაცილებით მკაცრია. მაგალითად, გერმანიამ ნახევრად „ლოკდაუნით“ ვერ მიაღწია შედეგებს, რასაც ჩვენ უკვე მივაღწიეთ“,– ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

 

მისივე შეფასებით, საქართველოში დროული შეზღუდვები დაწესდა.

 

„ჩვენთან ამ „ლოკდაუნმა“ უეჭველად მოახდინა გავლენა, დადებითი გავლენა პანდემიის დინამიკაზე, რაც გამოიხატა იმაში, რომ „ლოკდაუნის“ დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, რახან ორი კვირა გრძელდება ინკუბაციური პერიოდი, ორი კვირის შემდეგ შეჩერდა ზრდა. ბოლო ორი დღეა, შემცირდა კიდეც. ოღონდ აქედან ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ. შაბათ-კვირა იყო და ტესტირების რაოდენობა ამ დღეებში მცირდება ხოლმე. შესაძლოა, ამასთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ ფაქტია, რომ არ იზრდება რაოდენობა. ასეთი იყო პროგნოზიც, რომ თუ ჩვენ, ქართველი ხალხი სწორად გაიგებს ექიმებისა და მთავრობის მითითებებს და რეგულაციებს შეასრულებს, პირველ რიგში, ნიღბის ტარებისა და თავყრილობებისგან თავის შეკავების თვალსაზრისით, ორ-სამ კვირაში მოხდებოდა სტაბილიზაცია და შემდეგ წავიდოდა კლებისკენ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner