ქობულეთში 45 წლამდე მამაკაცს სანადირო თოფიდან ესროლეს. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, მამაკაცი კლინიკაში შეყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო.
ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარი, წარსულში არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება, მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად კი შურისძიება სახელდება.
ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.