საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ელჩებსა და პრეზიდენტს შორის დახურული შეხვედრა გაიმართა, სიცრუეა.
,,ინფორმაცია ელჩებსა და პრეზიდენტს შორის დახურულ შეხვედრაზე სიცრუეა!
პრეზიდენტი დღეს დიპლომატიურ კორპუსთან და თავდაცვის მინისტრთან ერთად ,,დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე იმყოფებოდა", - წერია ინფორმაციაში, რომელიც პრეზიდენტის ,,ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.