ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უშიშროების კომიტეტი ტერაქტის მცდელობის აღკვეთის შესახებ იუწყება. ე.წ. კა-გე-ბე-ს პრესცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღკვეთილ იქნა ცხინვალის ცენტრში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას აფეთქების მცდელობა. აფეთქების ორგანიზატორი დაკავებულია.
დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, დაკავებულის სახლში ჩატარდა ჩხრეკა და ამოღებულია იარაღის არსენალი - ავტომატომატური ცეცხლსასროლი იარაღი „აკს-74", ორი ხელმყუმბარა „ეფ-1". 600-ზე მეტი ტყვია.