საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეხვედრაზე განხილვის მთავარი საგანი იყო ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები.
შეხვედრა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შედგა. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანიც ესწრებოდა.