„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ იმ კონკრეტული შენობა-ნაგებობებში, რომელთა დემონტაჟიც განხორციელდა, იქ არ ცხოვრობდა არცერთი ადამიანი“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„იმ შენობა-ნაგებობებს, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ, არავინ შეხებია, მიუხედავად იმისა, რომ მიწები უკანანოდ აქვთ დატაცებული და უკანონოდ აქვთ აშენებული ის სახლები.
განხორციელდა 16 შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, რომლებიც მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე იმყოფებოდა“, - აღნიშნა კალაძემ.