“საქართველოს ახალი მიდგომები სჭირდება, რათა მივაღწიოთ რეალურ პროგრესს NATO-სა და ევროკავშირის მიმართულებით”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
„საქართველოს ახალი მიდგომები სჭირდება, ახალი მიდგომები დიალოგთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის მოგვარებისთვის; იმისთვის, რომ დავაახლოოთ კავკასია, მივაღწიოთ რეალურ პროგრესს NATO-სა და ევროკავშირის მიმართულებით, რათა შევქმნათ პატარა ქვეყნებისთვის ერთობლივი ხმა გლობალური ძალაუფლების ბალანსისთვის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.