logo_geo
eng_logo
დიდუბის რაიონში ე.წ. კარაჩაროვის ლიფტების ჩანაცვლება მიმდინარეობს
- +

15 დეკემბერი. 2020. 23:28

 

 

დიდუბეში ე.წ „კარაჩაროვის“ ლიფტების ჩანაცვლების პროცესი გრძელდება. ამ ეტაპზე, დიდუბის რაიონის გამგეობამ აღნიშნული პროექტი ხუთ ამხანაგობაში განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 194 101 ლარი გამოიყო.

 „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში,  მიმდინარე წელს, ჯამში, ე.წ. „კარაჩაროვის“ ლიფტები ახალი, თანამედროვე ლიფტებით 21 ამხანაგობაში ჩანაცვლდა. აღნიშნული პროექტიის განხორციელების შედეგად, მოსახლეობის მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდა.

ლიფტების ჩანაცვლების პროექტი დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით ხორციელდება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner