logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: თუ გონივრულად არ მივუდექით შეზღუდვების შემსუბუქებას, რამდენიმე კვირაში შესაძლოა დღიურად 15-20 ათასი შემთხვევა გვქონდეს
- +

16 დეკემბერი. 2020. 00:51

 

 

„თუ ჩვენ გონივრულად არ მივუდექით შეზღუდვების შემსუბუქებას, 3-4 ათასი შემთხვევა გეომეტრიული ზრდის შედეგად რამდენიმე კვირაში 15-20 ათას ინფიცირებულს მიაღწევს, რასაც ჯანდაცვის სისტემა ვერანაირად ვერ გაუძლებს“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

 

„ამ ეტაპზე შეგვიძლია ვისაუბროთ ინფექციის გავრცელების სტაბილიზაციაზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ხანგრძლივ ჭრილში შევინარჩუნოთ. დღესდღეობით გვყავს 3-4 ათასი ახალი შემთხვევა, მაგრამ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ერთ კვირაში 2000-2500 შემთხვევა გვექნება, ვინაიდან ქალაქში ძალიან ბევრი მანქანა გადაადგილდება და შეზღუდვები არ არის მკაცრი ან უმკაცრესი. ევროპაში გადადიან ძალიან მკაცრ შეზღუდვებზე და თუ ჩვენ გონივრულად არ მივუდექით შეზღუდვების შემსუბუქებას, 3-4 ათასი შემთხვევა გეომეტრიული ზრდის შედეგად რამდენიმე კვირაში 15-20 ათას ინფიცირებულს მიაღწევს, რასაც ჯანდაცვის სისტემა ვერანაირად ვერ გაუძლებს. შესაძლო კოლაფსი, რომელზეც ასე ხშირად მიდის საუბარი, ნამდვილად დადგება. დღეს სისტემა თავისუფლად ატარებს ჯამურად 30 ათასამდე ინფიცირებულს, მაგრამ თუ ყოველდღიურად 15-20 ათასი ადამიანი დაინფიცირდება, ამას არა მხოლოდ საქართველო, არამედ ძალიან ბევრი უფრო განვითარებული ქვეყანაც ვერ გაუძლებს“, - განაცხადა მინისტრმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner