„ვერასდროს დავიჯერებ, რომ PVT-ს მონაცემებში იყო შეცდომა ან ხარვეზი. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ეს არის გაყალბებული პარალელური მონაცემები“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მდინარაძე ვარაუდობს, რომ საქმე კონკრეტული პირების და არა მთლიანად ISFED-ის პასუხისმგებლობას ეხება.