„დანამდვილებით ვიცით, „სამართლიან არჩევნებში“ ყველაზე გვიან, ნოემბრის ბოლოს უკვე იცოდნენ ხარვეზის შესახებ და ამას სულ მცირე ორი კვირა მალავდნენ“, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში გააკეთა.
„მათ თქვეს, რომ ნოემბრის ბოლოს ამ ხარვეზის შედეგის შესახებ აცნობეს მათ დამფინანსებელ USAID-ს. გამოდის, რომ მათ ყველაზე გვიან, ნოემბრის ბოლოს უკვე იცოდნენ ხარვეზის შესახებ და ამას მინიმუმ, ორი კვირა მალავდნენ. ჩვენ ასევე გავიგეთ, რომ კი არ იტყუებოდნენ და დამალვა კი არ იყო, არამედ ეს იყო მათი კომუნიკაციის სტრატეგიის ნაწილი და ფიქრობდნენ, როდის გაემჟღავნებინათ. რომ დავფიქრდეთ, ეს კიდევ უფრო უარესი პასუხია, რადგან გამოდის, რომ იცოდნენ, ხარვეზი რომ იყო, იცოდნენ და ეთერებში ძალიან კარგად ხედავდნენ, ჩვენი ოპონენტები რომ სწორედ ამ პარალელური დათვლის შედეგებზე აფუძნებდნენ თავიანთ ბოლო არგუმენტებს და ისინი სეირს უყურებდნენ. აბა, რა გამოდის?!“ – განაცხადა პაპუაშვილმა.