„ყალბია მისი ინტელექტუალურობის მითი, მისი იდეოლოგიური დისკურსი. ის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური სიმულაციაა, რომელიც მხოლოდ სააკაშვილის მეშვეობით დაფიქსირდა ქართულ პოლიტიკაში“, - ამის შესახებ კინოკრიტიკოსმა ბაჩო ოდიშარიამ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას მისამართით განაცხადა.
„იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია პარლამენტში შევა, ბოკერია სრულად ნადგურდება, რადგან რჩება ისეთი ოპოზიციონერების გვერდით, ვინც აგრეთვე საპარლამენტო მანდატები ვერ მოიპოვეს. მისი ამოცანა ცხადზე ცხადია, არ დაუშვას ოპოზიციის პარლამენტში შესვლა.
ამიტომ არის მთავარი დესტრუქციის შემტანი ფასილიტატორებთან მოლაპარაკებების პროცესში სწორედ ის. ბოკერია იყენებს ერთადერთ იარაღს, რაც მის არსენალშია დარჩენილი“, - ამბობს ოდიშარია.