logo_geo
eng_logo
დეკანოზი პეტრე კვარაცხელია: კახი კალაძის საქციელში გულწრფელობა და ჰუმანიზმი დავინახე...
- +

16 დეკემბერი. 2020. 19:36

 

 

„კახი კალაძის საქციელში გულწრფელობა და ჰუმანიზმი დავინახე... მიხარია, რომ ასეთი საჩუქარი გაუკეთა საახალწლოდ ერთ ოჯახს და მჯერა, მეტსაც შეძლებს“, - ამის შესახებ დეკანოზი პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს.

 

,,ჯერ ადამიანი უნდა იყო და მერე გემოვნებაზეა დამოკიდებული, რომელი პარტიის თუ დაჯგუფების წევრი ხარ.

არ აქვს მნიშვნელობა პოზიციას, ოპოზიციას, არც იმას, რომელ რელიგიურ აღმსარებლობას განეკუთვნები, სიკეთე ყველას უფლებაც არის და ვალდებულებაც...

კახი კალაძის საქციელში გულწრფელობა და ჰუმანიზმი დავინახე... მიხარია, რომ ასეთი საჩუქარი გაუკეთა საახალწლოდ ერთ ოჯახს და მჯერა, მეტსაც შეძლებს.

სიკეთის დანახვაც და აღიარებაც სიკეთის ტირაჟირებაა...

ღმერთმა ქნას, შეძლებული ადამიანების წყალობით ნაკლებად იყვნენ უსახლკაროები!", - წერს მამა პეტრე სოციალურ ქსელში.

 

შეგახსენებთ, თბილისის მერი კახა კალაძე აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ მამა-შვილს, რომელთა ფოტოც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ბინას ჩუქნის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner