logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: ვიღაცები დაინტერესებულები არიან, რომ საქართველოს ჰყავდეს არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი
- +

16 დეკემბერი. 2020. 20:11

 

 

„იმისათვის, რომ საქართველოში თითოეული ექიმი, კარდიოლოგი თუ სტომატოლოგი ეწეოდეს საექიმო საქმიანობას, მას დიპლომის გარდა ესაჭიროება ზოგადი პროფილის სახელმწიფო ლიცენზია და ვიწრო სპეციალობის სახელმწიფო ლიცენზია. ვერც ერთ ლიცენზიას ვერ მიიღებდი 1998-2000 წლებში, თუ შენი დიპლომი არ შეესაბამებოდა იმ პერიოდისთვის მოთხოვნილ საჭირო კვალიფიკაციას. ჯანდაცვის მინისტრს ყველა ეს ლიცენზია აქვს“, - ამის შესახებ „რადიო იმედის“ გადაცემაში „კვირის პოლიტიკა ნატა მახვილაძესთან ერთად“ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

 

„მე არც ჟურნალისტური და არც პირადი გამოძიება არ ჩამიტარებია, მოდიოდა თუ არა ეს კამპანია გუნდის შიგნიდან. თუმცა მე მქონდა იმის მოლოდინი, რომ ჩვენი უწყების მიერ გადადგმული ნაბიჯები არაერთი ადამიანის ინტერესებს დააზიანებდა და ეს ნამდვილად ასე მოხდა. შესაბამისად, ვიღაცები მართლა დაინტერესებულები არიან იმაში, რომ საქართველოს ჰყავდეს ცუდი და არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი. ეს ადამიანები შეიძლება არ იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები, მაგრამ მათ საკმაოდ დიდი ბიზნეს-ინტერესები აქვთ. რაც შეეხება ჩემს დიპლომს, მასში წერია, რომ ჯანდაცვის მინისტრს დამთავრებული აქვს სტომატოლოგიური ფაკულტეტი. ყველაზე საინტერესოა ისაა, რომ ამ ბრალდებების უკან მდგომი ადამიანები ვერ და არ ითვალისწინებენ შემდეგ რამეს - იმისათვის, რომ საქართველოში თითოეული ექიმი, კარდიოლოგი თუ სტომატოლოგი ეწეოდეს საექიმო საქმიანობას, მას დიპლომის გარდა ესაჭიროება ზოგადი პროფილის სახელმწიფო ლიცენზია და ვიწრო სპეციალობის სახელმწიფო ლიცენზია. ვერც ერთ ლიცენზიას ვერ მიიღებდი 1998-2000 წლებში, თუ შენი დიპლომი არ შეესაბამებოდა იმ პერიოდისთვის მოთხოვნილ საჭირო კვალიფიკაციას. ჯანდაცვის მინისტრს ყველა ეს ლიცენზია აქვს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner