სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, თბილისის ანჩისხატის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ რევაზ ტომარაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.
მილოცვის ტექსტს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
,,თქვენო მაღალღირსებავ, გულითადად გილოცავთ საიუბილეო თარიღს, - დაბადებიდან 90 წლისთავს. თქვენ ბრძანდებით ჩვენი ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი მსახური, მრევლისთვის თავდადებული, ყველასათვის საყვარელი მოძღვარი.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.
ინებოს უფალმა, კვლავაც დიდხანს ემსახუროთ ღმერთს და მოყვასს", - აღნიშნულია მილოცვის ტექსტში.