logo_geo
eng_logo
გარდაიცვალა პიანისტი რევაზ თავაძე
- +

16 დეკემბერი. 2020. 20:39

 

 

83 წლის ასაკში გარდაიცვალა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სპეციალური ფორტეპიანოს კათედრის პროფესორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი რევაზ თავაძე.

რევაზ თავაძე თბილისის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწეოდა, გამოდიოდა როგორც სოლო პროგრამებით, ისე სხვადასხვა ორკესტრთან ერთად. 1962 წლიდან ის სპეციალური ფორტეპიანოს კათედრის პროფესორი იყო. 1996-2003 წლებში მას ჰქონდა წარმატებული სოლო კონცერტები გერმანიის სხვადასხვა ქალაქში.

 

რევაზ თავაძემ არაერთი პიანისტი აღზარდა. პედაგოგიურ მოვაწეობასთან ერთად, კონსერვატორიაში კითხულობდა პიანიზმის ისტორიის კურსს, რომელიც დისკის სახით არის გამოცემული. 1981 წელს დაიბეჭდა რევაზ თავაძის მონოგრაფია „სანოტო ტექსტის გარჩევა-წაკითხვის შესახებ“.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner