საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება თბილისის მერიასთან აფრიკის დასახლებაში შენობების დემონტაჟის გამო მიმდინარე საპროტესტო აქციას.
„მერიის წინ, აქციაზე ვიღაც ამბობდა, - სოლიდარობას ვუცხადებთ და სადაც უნდათ, იქ მშვიდად ცხოვრების საშუალება უნდა ჰქონდეთო!
აფრიკის დასახლებაში თვითნებურად დასახლებულებზე ამბობდა!
და, კანონი?!
ვისაც სად მოეპრიანება, იქ უნდა შეეძლოს დასახლება?!
მიწის ნაკვეთის გამო ძმები ერთმანეთს ბარით და თოხით დასდევენ, მომიჯნავე მეზობლები სარწყავი წყლის გამო ერთმანეთს ხოცავენ და სახელმწიფო საკუთრებას ასე, თვითნებურად, სადაც უნდა, იქ უნდა დაეუფლოს ადამიანი?!
რა სოლიდარობაა ეს, - უკანონობაში და თვითნებობაში სოლიდარობა?!
ეს სოლიდარობა არ არის, ეს არის უკანონობის წახალისება!“, - წერს მძინარაშვილი.