„თუ გაგრძელდება ე.წ. ლოკდაუნი, ალბათ 10 დღეში დავინახავთ შედეგებს. საახალწლოდ ველოდებით, რომ უფრო ხილული იქნება ეს შედეგი და შემცირდება გარკვეული რაოდენობა პაციენტების, თუმცა როგორც კი მოიხსნება ეს „ლოკდაუნი“, ისევ გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა და ამ ჯაჭვის გაწყვეტა ცოტა ძნელია“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგემ მაია ზალდასტანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გარკვეული შეზღუდვები ახალი წლისთვის უნდა შენარჩუნდეს.
„ახალი წელი მოდის, მაგრამ ეს არ იქნება ჩვეულებრივი, ეს იქნება განსაკუთებული, ვერ ვიტყვი რომ სასიამოვნო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ავადმყოფი არის სახლში, ძალიან ბევრი წევს საავადმყოფოში, ბევრი ელოდება რომ დაინფიცირდება, ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი და პომპეზურობას უნდა მოვერიდოთ. გარკვეული შეზღუდვები საახალწლოდ ალბათ უნდა დარჩეს, იმიტომ რომ გადავრჩეთ და მომავალი წელი ვიზეიმოთ მშვიდობიანად," - აცხადებს ზალდასტანიშვილი "დღის კურიერში" სტუმრობისას.