logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ინტელექტში არსებითი სხვაობაა და ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ერიდებათ პარლამენტში შემოსვლა
- +

16 დეკემბერი. 2020. 23:38

 

„ჩვენზე ჭკვიანები რომ იყვნენ, ისინი იქნებოდნენ ხელისუფლებაში და ჩვენ ვიქნებოდით ოპოზიციაში. სწორედ იმის გამო, რომ არ ჰყოფნის ინტელექტი მაგალითად, ბოკერიას, გვარამიას და ა.შ. ამიტომ არიან ისინი დღემდე ოპოზიციაში, მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული რესურსი აქვთ, მედიარესურსი, ფული აქვთ მილიონი მოპარული და იმას ხარჯავენ ყოველ არჩევნებზე და ა.შ. ჭკუა რომ ჰყოფნიდეთ, თავისი ჭკუით მოგვიგებდნენ დიდი ხანია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

„რაც შეეხება რეალურ ვითარებას, ინტელექტში არსებითი სხვაობაა და ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ერიდებათ მათ პარლამენტში შემოსვლა, იმდენად მძიმე სურათი აქვთ მათ და იმდენად დიდია სხვაობა ვიზუალური, ინტელექტუალური თვალსაზრისით უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, რომ ისინი ძალიან მძიმედ გამოჩნდებიან ამ ვითარებაში. სამადაშვილის ცნობილი შეფასებები გახსოვთ, აქეთ არის მომავალი, პერსპექტივა, სინათლე, იქით არის წარსული, სიბნელე. საინტერესო შეფასებები ჰქონდა და ყველაფერში ვეთანხმებით. ეს არის კონტრასტი და თვითონაც აცნობიერებენ, ამიტომ უჭირთ მათ პარლამენტში შემოსვლა, არ უნდათ ეს კონტრასტი თვალნათელი იყოს საზოგადოებისთვის, რაც კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს მათ ისედაც მძიმე სიტუაციას“,- განაცხადა კობახიძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner