logo_geo
eng_logo
შეიცვლება თუ არა პურის ფასი - ლევან დავითაშვილის განმარტება
- +

17 დეკემბერი. 2020. 00:17

 

„გაზაფხულიდან მოყოლებული ჩვენ მოგვიწია ჩარევები სხვადასხვა მიმართულებით იმისთვის, რომ არ ყოფილიყო წყვეტა და ქვეყანაში ყოფილიყო საკმარისი მარაგები იმისთვის, რომ მოსახლეობას სურსათით უზრუნველყოფის პრობლემები არ შექმნოდა“, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დავითაშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

 

„ამ პერიოდში ქვეყნებმა მარაგების დაგროვება დაიწყეს. პირობითად, სტანდარტულად 2 თვის მარაგის ნაცვლად ბევრმა ქვეყანამ 3-6 თვის შექმნა. ამან ფასების ზრდა გამოიწვია პირველ ეტაპზე. სხვა ფაქტორებიც დაემატა და ჩვენ მოგვიწია ჩარევა. ერთი ამოცანა იყო, რომ კრიტიკური მარაგი შეგვექმნა ქვეყანაში. დავასტიმულირეთ იმპორტი. ამან მოგვცა საშუალება, ზაფხული წყნარად გაგვევლო, შემოდგომაზე, როდესაც ფასები განუხრელად იზრდებოდა, ამ პერიოდში ჩვენ პურის ფასის კორექტირების რისკი არ გვქონდა იმიტომ, რომ იაფად ნაყიდი მარაგები გამოგვყვა ნოემბრის შუა რიცხვებამდე. თუმცა როცა დავინახეთ, რომ ობიექტური წინაპირობა იყო პურის ფასი გაზრდილიყო, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად, მხოლოდ მიზნობრივად იმ სეგმენტის პურის ფქვილის სუბსდირება განგვეხორციელებინა, რომელიც ფართო მოხმარების, ე.წ ქარხნის პურის ფასის შენარჩუნების საფუძველს მოგვცემდა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner