logo_geo
eng_logo
საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, ქვეყანაში ძარცვის ბრალდებით ექვსი ქართველი დააკავეს
- +

17 დეკემბერი. 2020. 01:20

 

„საბერძნეთში ძარცვის ბრალდებით ექვსი ქართველი დააკავეს, მათგან ერთი ქალია“, –  ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთის პოლიცია ავრცელებს. დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია და ფოტოები საბერძნეთის პოლიციის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

 

ადგილობრივი მედისი ინფორმაციით,  დანაშაულში ეჭვმიტანილები სამართალდამცავებმა 4 დეკემბერს დააკავეს. მათი ფოტოსურათები კი პოლიციამ 12 დეკემბერს გაავრცელა. დაკავებულების სახლებისა და მანქანების ჩხრეკის შედეგად ძვირადღირებული სამკაულები, ტექნიკა და სხვა ნივთებია ამოღებული.

 

ადგილობრივ მედიაში განსხვავებული ცნობები ვრცელდება ქურდობათა რაოდენობისა და მოპარული ნივთების ღირებულების შესახებ. ერთ-ერთი ვერსიით, დაკავებულებმა ატიკის სხვადასხვა რაიონში 31 ქურდობა განახორციელეს. ისინი ქურდობისას სახლების საკეტის გასაღებად სპეციალურ ინსტრუმენტებს იყენებდნენ და ინფორმაციას ძირითადად, სახლებში მომუშავე პერსონალისგან იღებდნენ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner