logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: არ შეიძლება გვქონდეს ილუზია, რომ სახელმწიფო მოახდენს ეკონომიკის თვისობრივ ტრანსფორმაციას და გეგმიური ფასები იარსებებს
- +

17 დეკემბერი. 2020. 02:16

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ საბიუჯეტო რესურსები მწირია და მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა გამოვიყენოთ. საკითხზე მან ტვ „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

 

„არ შეიძლება ილუზია გვქონდეს, რომ სახელმწიფო მოახდენს მთლიანად ეკონომიკის თვისობრივ ტრანსფორმაციას და გეგმიური ფასები იარსებებს. ასეთი ეპოქა დამთავრდა და ვერც ჩვენს ქვეყანაში იარსებებს, დღევანდელ რეალობაში ეს წარმოუდგენელია. იმ არაორდინალურ სიტუაციაში, როდესაც ფიზიკურად სურსათის მოწოდების დიდი რისკები იყო და ქვეყანაში ამა თუ იმ პროდუქტის და მათ შორის პირველადი მოხმარების პროდუქტის სასურსათო პროდუქტის დეფიციტი შეიძლებოდა შექმნილიყო, მაშინ იყო გამართლებული ჩვენი ის ნაბიჯი, რაც გავაკეთეთ, რაც ასტიმულირებდა იმპორტს, რადგან განსაკუთრებით არაპროგნოზირებადი იყო სიტუაცია. ეს უკავშირდებოდა სავალუტო კურსის მერყეობას, რაც იმპორტიორებს აფერხებდა იმაში, რომ მათ შეკვეთები განეთავსებინათ, ამავე დროს ჩვენ ვხედავდით, რომ სხვადასხვა ქვეყანა ამა თუ იმ პროდუქტის გაყიდვას ყოველდღე ზღუდავდა, დამატებითი რაღაც ბარიერებს ქმნიდა და სწორედ ამიტომ იმისთვის, რომ გაგვემხნევებინა კერძო სექტორი, წაგვეხალისებინა და დამატებითი მოტივაცია შეგვექმნა, ჩვენ ასეთი დამატებითი დაზღვევის მექანიზმი შემოვიღეთ. საბოლოოდ მერე დასტაბილურდა ბაზრები. წავახალისეთ იმპორტიორები, მათ განათავსეს შეკვეთები, შემოიტანეს პროდუქტი და დაინახეს, რომ დასტაბილურების შემდეგ უკვე მოტივაცია არ იყო პროგრამაში მონაწილეობის, ამიტომ ჩვენ ამ მიზანს, ვფიქრობ, მივაღწიეთ, მათ შორის საბიუჯეტო რესურსების გაფრთხილებით, თუმცა ის, რომ ჩვენ ზოგადად მოვახერხოთ ფასების მასიური სუბსიდირება ყველა მიმართულებით, წარმოუდგენელია. ჩვენ გვესმის პასუხისმგებლობა ჩვენ მოსახლეობასთან სოციალური, რომ ფასების ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან რთულია და ზოგადად ინფლაცია მოქმედებს თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობაზე, მაგრამ ზოგადად ეს, როგორც წესი, არის სხვა მექანიზმებით კომპენსირებული ნებისმიერ ცივილურ სამყაროში, ეს არის სოციალური პაკეტი, რაც საკმაოდ ბევრი იყო პანდემიის პერიოდში ჩვენი მოსახლეობისთვის. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის და ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ პანდემიამ გაჭირვება არ მოიტანა და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა დამძიმდა, თუმცა ობიექტურები უნდა ვიყოთ და უნდა ვიცოდეთ, რისი რესურსი აქვს ქვეყანას. საბიუჯეტო რესურსები მწირია და მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა გამოვიყენოთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner