logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია ხაბეიშვილს: მითხარი შენი გუნდიდან ერთი ადამიანი, ვისაც ივანიშვილზე ათჯერ ნაკლები საქმე მაინც გაუკეთებია და ბოდიშს მოვიხდი
- +

17 დეკემბერი. 2020. 02:41

 

 

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა:

 

„ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის ერთ ლარად გადასცეს მიწები პუშკინის სკვერში და მაშინ სად იყავითო?!!! კარგით, რახან დებატში დასხდომის საშუალება არ მაქვს აქიდან ვუპასუხებ ლევიკოს: ლევანი, მოდი მარტივ კითხვას დაგისვამ და ამ კითხვაშივე არის პასუხი, ყველა-ფერზე.

ჩემო ლევანი, მითხარი შენი გუნდიდან, შენი პარტიიდან ერთი ადამიანი, ვისაც ბიძინა ივანიშვილზე მინიმუმ ათჯერ ნაკლები საქმე მაინც გაუკეთებია თავისი ქვეყნისთვის და ბოდიშს მოვიხდი ყველა ჩემს ქმედებაზე, რომელიც ამ ბოლო წლებში განვახორციელე.

აქვე კითხვას გავაგრძელებ ასეთ სტილში - აი თუნდაც სამგორის მაგალითზე რომ გადაირიე, შეგიძლია მითხრა შენ ან შენი გუნდის რომელიმე წევრმა, რით დაეხმარეთ მაგ ოჯახთაგან რომელიმეს?

პასუხს მივიღებ გინდ საჯაროდ, გინდ პირადად

პატივისცემით, ირაკლი ლატარია.

პს: რაც შეეხება ერთ ლარს, ბიძინამ ერთ ლარად კი არ იყიდა, ბიძინამ ასობით მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადო!!! ასობით მილიონი. შეიგნე“, - წერს ლატარია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner