logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: არასდროს მითქვამს, რომ ომი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო, მაგრამ მან უარესი გააკეთა...
- +

17 დეკემბერი. 2020. 03:01

 

 

„მიხეილ სააკაშვილის ძალაუფლებით რეინკარნაციის საშუალება არ არსებობს. აქაც რადიკალური ოპოზიციის დიდი ნაწილი იყენებს მას, როგორც ფაქტორს, თორემ სააკაშვილი არაფერში სჭირდებათ“, - განაცხადა  ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

 

„თვითონ მისი გუნდისთვისაც დისტანციურად მყოფი სააკაშვილი უფრო მისაღებია, ვიდრე აქ ჩამოსული, განსაკუთრებით ახალი წევრებისთვის, ამიტომ რეინკარნაციას გამოვრიცხავ, თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს რეინკარნირებული იქნება როგორც პერსონა თუ არა, მისი იდეები, ფული და გარკვეული ქარიზმა მის ამომრჩეველში მუშაობს. ეს არის ალბათ ცუდი, რადგან საზოგადოების იმ ნაწილმა, ვინც ხმა მისცა ამ პარტიას, ვერაფრით ვერ გაიგო, რაში მდგომარეობს მიხეილ სააკაშვილის ბუნება, ის ვერასდროს ვერ იქნება კონსტრუქციული, მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლოა, მაგრამ მერე აუცილებლად უნდა დაუშვას ისეთი შეცდომა, რაც ქვეყანას ძვირად დაუჯდება. არასდროს არ მითქვამს, რომ ომი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო, მაგრამ მან უარესი გააკეთა, მან დაგებული ხაფანგის შესახებ იცოდა და შეგნებულად გაყო იქ თავი, რომ ამბავი შეექმნა. უყვარს ამბის შექმნა, მაგრამ რა შეიძლება მოუვიდეს ქვეყანას და ხალხს არ აინტერესებს.

 

სააკაშვილის არსებული გუნდისთვის, რაც აქ ჩანს, არის ქუჩის გზა, მუდმივად დაძაბულობის შექმნასა და მუდმივად ქვეყნის ქუჩის ტერორში ყოფნაზე არიან ორიენტირებული, მაგრამ არსებობს ინფორმაცია უკრაინიდან და გერმანიიდანაც, რომ არსებობდა სხვა გეგმაც, რაზე საუბრის უფლებაც არ მაქვს, მაგრამ გეტყვით, რომ უფრო სახიფათო გეგმაც არსებობდა. როდესაც ადამიანს უნდა ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება და მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ამას, ის ყველაფერზე წამსვლელია.

 

ვფიქრობ, ახლა რადიკალური ოპოზიცია ზღვარზე გადის, ქვეყნის კრიზისში ჩაგდებასა და არჩაგდებას შორის და პოლიტიკურ კრიზისზე არ ვსაუბრობ, არ ვიცი, ვინ რა ფული აიღო, ეს ჩემი საქმე არაა, მაგრამ ის ხალხი, ვინც პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე ორჭოფობს, ისინი ხვდებიან, რომ ამით მხოლოდ პოლიტიკურ კრიზისს კი არ ქმნიან, არამედ - სახელმწიფოებრივსაც“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner