logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მომავალ კვირაში იგეგმება „ქართული ოცნების“ ყრილობა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ მას აირჩევენ
- +

17 დეკემბერი. 2020. 21:14

 

 

ირაკლი კობახიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მომავალ კვირაში იგეგმება პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობა, სადაც ბიძინა ივანიშვილის ნაცვლად, პარტიის თავმჯდომარედ მას აირჩევენ.

 

„არავითარი ყრილობა არ არის დაგეგმილი. როგორც ვიცი, „ევროპული საქართველოს“ ტელევიზიამ, „ფორმულამ“ გაავრცელა ეს ინფორმაცია. ალბათ, უნდათ, მაგალითად, ვაშაძის გადადგომის გადაფარვა ან იმ მძიმე პროცესების გადაფარვა, რაც მათ პარტიებში წარიმართება. მათ სპეკულაციებზე ჩვენ დიდად არ ვაკეთებთ ხოლმე კომენტარს და ამ შემთხვევაშიც მოვერიდებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner