logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ჩვენ, ყველამ ერთად ომი უნდა გამოვუცხადოთ პანდემიას
- +

17 დეკემბერი. 2020. 21:39

 

 

„ჩემო პატარა მეგობრებო, გჯეროდეთ, არ არსებობს ბოროტება, რომლის დაძლევასაც ვერ შევძლებთ სიყვარულით, ერთმანეთის თანადგომითა და სოლიდარობით“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რუსთაველის გამზირზე ნაძვის ხის ანთებისას განაცხადა.

 

„პირველად ცხოვრებაში და იმედი მაქვს ერთადერთხელ, ნაძვის ხის ანთების ღონისძიება ომის გამოცხადებით უნდა დავიწყო. დიახ, არ მოგესმათ – ჩვენ, ყველამ ერთად ომი უნდა გამოვუცხადოთ პანდემიას და ამ საზიზღარ ვირუსს – იცოდეს, რომ არ გვეშინია, არასდროს დავნებდებით! ეს საახალწლო განათებები, ეს ნაძვის ხის ანთების ტრადიციული რიტუალი არის არა მარტო ზეიმის, ახალი წლის, ახალი იმედების ტრადიციული აღნიშვნა, არამედ გამოწვევა, არშეგუება იმ რეალობასთან, რაც ამ ვირუსმა მოგვიწყო. ჩვენ წელს ვაცხადებთ სოლიდარობის ქალაქად თბილისს, ვინაიდან მხოლოდ ერთმანეთის გვერდში დგომა, დახმარება, ნუგეშისცემა გადაგვალახინებს იმ დაბრკოლებებს და სტრესს, რაც ამ პანდემიის დროს გვაქვს ქვეყანაში. გახსოვდეთ, რომ კარგი განწყობა, მხიარულება და ბავშვების კისკისი, ჟრიამული, ზუსტად ეს არი ის, რისიც ეშინია პანდემიას და „კოვიდ-19“-ს. სიცოცხლე გრძელდება მეგობრებო, სიცოცხლე მშვენიერია. ახალი წელი მოიტანს ახალ იმედს და ჯანმრთელ მომავალს. მოდი, ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე იმედით, რწმენით, რომ 2021 წელი იქნება გამარჯვების, მშვიდობის, ბედნიერებისა და კეთილდღეობის წელი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner