logo_geo
eng_logo
ნინო კუზანოვა: უკიდურესად ამაზრზენია, სასიკვდილოდ გაიმეტო 24 წლის ბიჭი, რომელმაც ნიღბის გაკეთება მოსთხოვა
- +

17 დეკემბერი. 2020. 21:53

 

 

კლინიკა „ვივამედში“ მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც პაციენტის ახლობლებმა დაცვის თანამშრომელი დაჭრეს, კლინიკის დირექტორი ნინო ნადირაძე-კუზანოვა სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„როგორც ადამიანი, მე გავიგებდი აფექტურ მდგომარეობას, როდესაც ახლობელი გიკვდება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ასე არ იყო. გარდაცვლილი პაციენტი ზუსტად ჩვენ კლინიკაში ბევრჯერ გადავარჩინეთ სიკვდილს, როდესაც თვითდაზიანებებს იყენებდა და როდესაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო საპატიმროდან გათავისუფლდა, თავისუფლებაში ყოფნისასაც ისევ ჩვენს კლინიკას მომართეს, რადგან ბევრჯერ ნახეს ჩვენი ექიმების თავდადება. თუმცა, გუშინ მისი გადარჩენა უკვე ვეღარ მოხერხდა და მათ თავად მოაწერეს ხელი, რომ ჩვენს მიმართ არანაირი პრეტენზია არ ჰქონდათ. დღეს რაც ჩაიდინეს, ეს იყო უკიდურესად ამაზრზენი, გაიმეტო სასიკვდილოდ 24 წლის ბიჭი, რომელმაც ნიღბის გაკეთება მოსთხოვა“, - წერს კუზანოვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner