სამედიცინო ცენტრ „ვივამედის“ დაცვის თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც კლინიკის კლინიკურმა დირექტორიმ, პროფესორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, დაჭრილს რთული ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.
„კლინიკის პაციენტის ოჯახის წევრებისა და დაცვის თანამშრომლების დაპირისპირების შედეგად, დაზიანებული დაცვის თანამშრომლის ოპერაციული ჩარევა დასრულებულია. ოპერაცია საკმაოდ რთული და მასშტაბური იყო, დიდი რაოდენობით სისხლის დანაკარგი დაფიქსირდა, ასევე აღინიშნებოდა ჰემორაგიული შოკი, ამჟამად პაციენტი გადადის რეანიმაციულ განყოფილებაში. ის სტაბილურ მდგომარეობაშია. ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ, საგამოძიებო ორგანოებთან ვითანამშრომლოთ“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ პაციენტის ახლობლებმა დაცვის თანამშრომელი დაჭრეს.